სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

Read Time:27 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან. სომხეთში სასჯელს 7 საქართველოს მოქალაქე იხდის.

ქართულმა დელეგაციამ პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო, სამედიცინო და სამზარეულო ნაწილები დაათვალიერა.

არმავირის ციხეში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს, ახალი დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ციხის მხოლოდ ერთი ნაწილია გარემონტებული.

ქართული დელეგაცია სომხეთში უკვე მეორე დღეა, იმყოფება. რატი ბრეგაძესთან ერთად სომხეთში არიან მინისტრის მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე-სააკაშვილის დესტრუქციული მოწოდებები ყოველთვის მიმართულია ვითარების გაუარესებისკენ, ფუჭი მცდელობების მიუხედავად, საქართველო არასდროს განახორციელებს იმგვარ პოლიტიკას, რომლითაც ზიანი მიადგება ჩვენს ურთიერთობას მეგობრებთან
Next post ზაალ ანჯაფარიძე-ამ საღამოს ნაც-ტელეარხებზე ველოდები NDI წყევლა-კრულვას, ამ გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურეს, რომ ის შედეგი, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დადო, იყო ზუსტად ის, რისი თავიც ჰქონდათ