სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ახალი სამშვიდობო შეთანხმება ისევ დაირღვა

Read Time:34 Second

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

ერევანი ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველმა აზერბაიჯანმა დაარღვია. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 18 ოქტომბრის 00.00-დან ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, მხარეებმა გუშინ მიაღწიეს, თუმცა ზავი კიდევ ერთხელ დაირღვა.

პირველად სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება 24 საათში დაირღვა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა