სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა

Read Time:37 Second

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არმენ სარქისიანი აღნიშნავს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ არის ემოციურ ფონზე მიღებული და ის გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთისთვის ამ რთულ დროს საჭიროა გააზრებული ქმედებების განხორციელება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, სომხეთის არმიის ჯარისკაცებს, პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ერთიანმა გუნდმა დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო