სოზარ სუბარი: 2008 წლის ომს, შინდისის გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა

Read Time:41 Second

„2008 წელს ჰყავს ძალიან ბევრი გმირი, შინდისის გმირების მაგალითი კი არის გამორჩეული. “, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით,  შინდისის გმირობა იმ იმედს ტოვებს ქვეყნისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„სანამ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს და მათ შესახებ ხსოვნა ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში, მანამდე ყოველთვის იქნება იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აგვისტოს ომს, სამწუხაროდ, სიმხდალისა და ღალატის მაგალითებიც ჰქონდა.

„2008 წლის ომს, ამ გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც. სიმხდალის ყველაზე სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა და თავისი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, რომელიც გაოგნებული უყურებდა, ეს კაცი სად გარბისო და სახე წაშლილი ჰქონდა. ასეთ პირობებში მართლა საოცარია საქართველოს ჯარი ამდენი გმირობის მაგალითს როგორ იჩენდა.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
100 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩეხი ოჯახი რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა…ყოველ დღე ოპერატორები,ადამიანები ვინც ტექნიკაზე ოპერირებს,მაშველებისთვის,მოხალისეებისთვის,სასწრაფოს პერსონალისთვის,პოლიცილებისთვის დღეში ორჯერ,ჯამში 400 კაცზე აკეთებს საჭმელს
Next post გივი მიქანაძე – ოპოზიცია შოვის ტრაგედიით სპეკულირებს, მათ მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლოა, საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება