სოზარ სუბარი: ​ოფიციალურად ლობირებენ „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს რა დგას ამის უკან მართლა არ ვიცი

Read Time:33 Second

​ოფიციალურად ლობირებენ ეს ტელევიზიები, „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს, რა დგას ამის უკან მართლა არ ვიცი, – პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ორი ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ რაღაც წერილი გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს, მეცინებოდა ამაზე და ახლა შეიძლება მართლა დავიჯერო, რომ გადასცა წერილი, რომელში წერია, რომ ტელეკომპანია „მთავარსა“ და ტელეკომპანია “ფორმულა“ უნდა გადავიდნენ გახარიას ნარატივზე​“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-მა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: „ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 32%-მა კახა კალაძე დაასახელა, 17%-მა ნიკა მელია, 15%-მა კი, გიორგი გახარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად
Next post რას გულისხმობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი