რას გულისხმობს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

Read Time:1 Minute, 53 Second

ორდღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მეორე მოსმენით, 95 ხმით, მხარი დაუჭირა. მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ასახულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში წინა განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების ნაწილი უკვე აისახა.

?რეფორმის შედეგად, გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდება;

?საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით.

?დაწესდება თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია, შემოღებულია საარჩევნო უბნებზე ასმეტრიანი რადიუსი და სანქციები რადიუსის წესების დარღვევისთვის;

?გაფართოვდება საჯარო მოსამსახურეთა წრე;

?დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, ასევე, უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენისა და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება;

?აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა;

?განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი;

?გაიზრდება საჩივრების მიღების ვადები;

?შეიქმნება მინდობილობების რეესტრი. მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა;

?შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი დავებზე დაკვირვების და გადათვლებზე დაკვირვებისთვის.

შალვა პაპუაშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესზე, რომელიც ძირეულად და ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო სისტემას და პროცესს. მან ასევე შეაფასა სიტუცია, რომელიც კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტში გამოიკვეთა.

„ჩვენ ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის, ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს. ამ დღეებში, განხილვისას, ცხადად ჩანდა, რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ, დღეს ეს აღარ მოხდება. თქვენ დარჩებით მარტო. აქამდე რაც იყო, დღეს, კენჭისყრის შემდეგ დაფიქსირდება ტაბლოზე“ – განაცხადა მომხსენებელმა.

საკითხის ამოწურვის შემდეგ, დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მუხლის 30-ე და 43-ე პუნქტების გარეშე უყარეს კენჭი და 95 ხმით დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება აღნიშნულ პუნქტებს, ისინი მესამე მოსმენამდე დაზუსტდება.

საკითხის ამოწურვის შემდეგ, კანონპროექტზე მუშაობის პროცესი პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა.

„დიდი შრომა ჩატარდა. საინტერესო იყო იმ კრიტიკის, დისკუსიის კონსტრუქციულობის ნახვა, რომელიც ნამდვილად გვესაჭიროება, თუ გვინდა, რომ კონსენსუსით მივიღოთ კანონპროექტები და გახდეს კანონები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, დღეს, მეორე მოსმენით ვასრულებთ ამ კანონის მიღებას. მომავალ კვირას მესამე მოსმენით მივიღებთ ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც შეცვლის ერთხელ და საბოლოოდ მიდგომას და მოგვცემს საშუალებას სპეკულაციები აღარ იყოს საფუძველი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნები და არჩევნების შედეგები“, -განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ​ოფიციალურად ლობირებენ „მთავარი არხიც“, „TV პირველიც“ და „ფორმულაც“ გახარიასა და მის გუნდს რა დგას ამის უკან მართლა არ ვიცი
Next post ეროვნული ბანკი – მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.76 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 4.14 პროცენტით შემცირდა