სოზარ სუბარი – ხშირად გვითქვამს, რომ გაოცებული ვართ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, თუმცა გაოცებასთან ერთად, დაზვერვის სამსახურის განცხადება იყო შეურაცხმყოფელი

Read Time:1 Minute, 19 Second

ხშირად გვითქვამს, რომ გაოცებული ვართ იმ განცხადებებით, რომელიც გვესმის ხოლმე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის თუ პოლიტიკოსის მხრიდან, თუმცა გაოცებასთან ერთად ეს იყო უკვე ძალიან შეურაცხმყოფელი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი უკრაინის დაზვერვის განცხადებას.

აღნიშნული კომენტარით სუბარი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

სუბარის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანას, რომელსაც აქვს ასპროცენტიანი მხარდაჭერა საქართველოსგან, ისმოდეს მსგავსი შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებები.

„ამას სჭირდება მართლა შესაბამისი საბუთების წარმოდგენა და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოიხადონ გარკვეულწილად საქათველოს წინაშე ბოდიშიც. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინას, თუმცა არის გარკვეული საკითხები, სადაც ჩვენ მოვალენი ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენ საკმაოდ ბევრი გავიღეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ბევრი გავიღეთ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული, საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი არის დევნილი საკუთარ ქვეყანაში და ნაწილი ქვეყნიდან ლტოლვილია, ძალიან ბევრი ადამიანის სისხლი დაიღვარა და ერთადერთი ახლა, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, ეს არის ომში ჩაბმა, ეს არის გამორიცხული, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, რასაც აკეთებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის ნატო-ს წევრები და ნატო-ს არაწევრი ქვეყნები. რატომღაც, მხოლოდ საქართველოს მიმართ არის ასეთი ერთგვარი მოთხოვნები ლამის ზეწოლაც, რომ მოგვიწოდებენ ომში ჩავებათ, მოგვიწოდებენ, როგორც უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობის პირი, ისე ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ლამის ომის პარტიის მედროშეები გახდნენ. ეს არის გაუგებარი, მიუღებელი“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხაზარაძე საზოგადოებას: პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვას, რომ თქვენგან რამე მინდა, “ფეისბუქზე” ლანძღვა-გინებით არაფერი არ გამოვა
Next post გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად