გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად

Read Time:34 Second

სააკაშვილს შეუძლია თავი გაასაღოს პუტინის, შაჰ-აბასის, მურვან ყრუს ან თემურ ლენგის პატიმრად, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

“კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – ხშირად გვითქვამს, რომ გაოცებული ვართ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, თუმცა გაოცებასთან ერთად, დაზვერვის სამსახურის განცხადება იყო შეურაცხმყოფელი
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ