სოზარ სუბარი: ჩვენი უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან

Read Time:36 Second

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხარაკირის გარდაუვალი პროგრამა აქვს გამოცხადებული. დარწმუნებული ვარ, აღსრულდება კიდეც, წინ ვერაფერი აღუდგება ამ ყველაფერს. ჩვენ დღეს სხვა პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

„ეს უკრაინის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის, კასიანოვის, განცხადებამაც დაადასტურა. აღნიშნული განცხადება იყო დავალება, რომელიც მან შეასრულა. ბატონმა ზელენსკიმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, როდესაც მან საქართველოდან ელჩი გაიწვია. მსგავსად მოიქცა უშიშროების საბჭოს მდივანიც – დანილოვი და არაერთი სხვა, მათ შორის, არახამია, არისტოვიჩი. ეს არის მათი პირდაპირი მცდელობა, საქართველო ომში ჩაითრიონ. უკრაინელები მარტო არ არიან – მათ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც და, რაც ყველაზე სამწუხაროა, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია და NGO სექტორიც კი მხარს უჭერს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ბოლო 8 თვეში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილით, მას შემდეგ, რაც დაუქირავეს პიარშჩიკები, ბოლო ხუთ დღეში 30-ზე მეტი სააგენტო დაემატა ამ სიას
Next post სოზარ სუბარი: ჟურნალისტების მიერ წაკითხული ყველაზე მძიმე მონაკვეთებიდანაც კი, რეალურად, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება