სოზარ სუბარი: ჟურნალისტების მიერ წაკითხული ყველაზე მძიმე მონაკვეთებიდანაც კი, რეალურად, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება

Read Time:1 Minute, 23 Second

სააკაშვილთან მიმართებით კორუფციასთან ერთად, არაერთი სხვა დანაშაულია, მათ შორის, ხალხის წამების ორგანიზება. გარდა იმისა, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ მკურნალობენ, მას მკურნალი ექიმებიც ჰყავს, ზოგი ქართველი, ზოგი – უცხოელი, რომლებიც მას ყოველდღიურად ამოწმებენ. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილთან 1 5000 ვიზიტორია შესული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების მიერ წაკითხული ყველაზე მძიმე მონაკვეთებიდანაც კი, რეალურად, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

„რაც შეეხება, პრეზიდენტებს ციხეში – ჩვენ ამის არაერთი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ არგენტინის ქალ პრეზიდენტს 6 წელი მიუსაჯეს, უფრო ადრე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 20 წელზე მეტი ხნით დააპატიმრეს. სააკაშვილთან მიმართებით კი, კორუფციასთან ერთად, არაერთი სხვა დანაშაულია, მათ შორის, ხალხის წამების ორგანიზება“.

იმ დასკვნებიდან გამოვდივარ, რომლებსაც ექსპერტებისგან, ზოგჯერ ანგაჟირებული, მაგრამ მაინც პროფესიონალებისგან, ვისმენ. ჟურნალისტების მიერ წაკითხული ყველაზე მძიმე მონაკვეთებიდანაც კი, რეალურად, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გვაფიქრებინებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა საფრთხე. თუ ადამიანი მკურნალობას არ ემორჩილება, საჭმელს არ ჭამს, არ იღებს წამლებს ან ისეთ წამლებს იღებს, რომლებიც მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, ბუნებრივია, შესაძლებელია, საფრთხე გაჩნდეს. ეს მხოლოდ სააკაშვილს არ ეხება – ეს ეხება ნებისმიერ პატიმარს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. ეს მიზეზი პატიმრის გასათავისუფლებლად არსად გამოდგება.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ მკურნალობენ, მას მკურნალი ექიმებიც ჰყავს, ზოგი ქართველი, ზოგი – უცხოელი, რომლებიც მას ყოველდღიურად ამოწმებენ. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილთან 1 5000 ვიზიტორია შესული. ამიტომ ის, რომ სააკაშვილი მისი დაავადებისთვის შეუსაბამო მედიკამენტებს იღებს, რასაკვირველია, ტყუილია.

ისიც ცხადია – როცა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზეა ლაპარაკი, მას ვერავინ აიძულებს, ეს ნივთიერებები მიიღოს, ძალით მას არავინ შეუშხაპუნებს წამალს ვენაში. აშკარაა, რომ მისი ჯანმრთელობა მსგავს მკურნალობას მოითხოვს – ეს სააკაშვილისთვისაც, დედამისისთვისაც და მკურნალი ექიმებისთვისაც კარგად არის ცნობილი. იყო შეთავაზებაც – ჩამოეყვანათ უცხოელი ექიმები, რაზეც უარი განაცხადეს“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ჩვენი უპირველესი გამოწვევაა, ომი ავიცილოთ თავიდან
Next post დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა