სოზარ სუბარი-პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა შეურაცხყოფა, როცა არაჟნის ქილებთან ერთად შემოიპარა საქართველოში, მეეჭვება, რომელიმე პატიმრისთვის ეკითხა სად გირჩევნიათ გადაყვანაო

Read Time:1 Minute, 11 Second

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი “ღამის კურიერში” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხმაურება.

როგორც :ღამის კურიერში” სოზარ სუბარმა აღნიშნა, საზოგადოებას ჰქონდა ამ კადრების ნახვის უფლება და უნდა სცოდნოდა, მართლა აწამეს ექსპრეზიდენტი თუ არა. მან სამართალდამცავებს მოთმინებისა და ღირსების გამო მადლობა გადაუხადა.

“კი, საზოგადოებას აქვს უფლება, როცა გვეუბნებიან, რომ მესამე პრეზიდენტი არის ნაწამები, ვიცოდეთ, მართლა აწამეს თუ არა. რომ არ ჰქონოდა ამ სპეკულაციებს ადგილი, ამიტომ დიახ, საზოგადოებას უნდა ენახა ეს კადრები, საზოგადოებამ ნახა ეს კადრები და ნახა, რომ არანაირი უფლების დარღვევა სააკაშვილის მიმართ არ ყოფილა. ნულოვანი უფლების დარღვევა მაშინ, როდესაც ის, რაც მან ჩაიდინა, იყო კიდევ მორიგი დანაშაული სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ.

ახლა რომ სახალხო დამცველი ვიყო ზუსტად იგივეს გავიმეორებდი, აბსოლუტურად.

პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა შეურაცხყოფა ადამიანმა, რომელიც არაჟნის ქილებთან ერთად შემოიპარა საქართველოში, რომელმაც აგინა ციხის თანამშრომლებს, რომლებიც თავის კანონიერ მოვალეობას ასრულებდნენ და რომლებმაც მართლაც უმაღლესი დონის მოთმინება და ღირსება გამოავლინეს და მათ მადლობას ვუხდი ამისთვის.

პრეზიდენტის ღირსება შეურაცხყო, როდესაც არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას, როდესაც მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და როდესაც დაამტვრია სამედიცინო აპარატურა, შემდეგ მოიტყუა და ამ ტყუილს იმეორებდნენ ადვოკატები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს ხელი წაკრა რაღაცას ძიძგილაობის დროს, როდესაც მას ეძიძგილავებოდნენ თანამშრომლები და სინამდვილეში დავინახეთ, რომ მან დაამტვრია აბსოლუტურად გამიზნულად, შეგნებულად აპარატურა.

სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი და ციხეებს ხელმძღვანელობდა; სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და ციხე იყო მისთვის მთავარი ფოკუსი, მთავარი საქმე. რაღაც მეეჭვება, რომ რომელიმე პატიმრისთვის როდესმე ეკითხა სად მიბრძანდებით, სად გირჩევნიათ გადაყვანა და იმის მიხედვით გადაეყვანა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო
Next post დავით თორდია-ნაციონალები “თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვაა”- ს პრინციპით მოქმედებენ ესაა ძველი რუსეთის ККБ -ს მეთოდი, ასე იწვრთნებოდნენ ნაციონალები