ირაკლი კობახიძე – ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო

Read Time:48 Second

ბევრისთვის ალბათ მიუღებელიც იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს მიმართავდა, სადაც ის პირდაპირ აყენებდა მათ შეურაცხყოფას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი.

„ეს იცის ქართულმა საზოგადოებამაც და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც. რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ. სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ეს არის მთავარი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ კადრებითაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. ბევრისთვის ალბათ მიუღებელიც იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს მიმართავდა, სადაც ის პირდაპირ აყენებდა მათ შეურაცხყოფას. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც შეიძლება უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო. მთავარია, რომ ეს სტანდარტი მყარად იყოს დაცული. ეს სტანდარტი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლიდან ჩამოყალიბდა, სადაც თითოეული პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილისნაირი უმძიმესი პატიმრის უფლებებიც არის დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ხერხეულიძე – სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა
Next post სოზარ სუბარი-პრეზიდენტის ინსტიტუტს მიაყენა შეურაცხყოფა, როცა არაჟნის ქილებთან ერთად შემოიპარა საქართველოში, მეეჭვება, რომელიმე პატიმრისთვის ეკითხა სად გირჩევნიათ გადაყვანაო