სოზარ სუბარი პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტებზე: ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის

Read Time:59 Second

ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მივიღეთ – ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ კიდევ კარგი, რომ წარვადგინეთ ეს კანონი. მოდით, ერთმანეთისგან გავყოთ შინაარსი და რეაქცია, რომელიც მოჰყვა. შინაარსი იყო აბსოლუტურად უწყინარი – საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და იმ მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. „აგენტი“ ამ შემთხვევაში არის მიღებული სიტყვა დასავლეთში, თუმცა პირველივე საკომიტეტო განხილვაზე ითქვა, რომ მზად ვართ შევცვალოთ ეს ტერმინი, თუ ეს არის პრობლემა. ეს არ იყო მთავარი – საერთოდ არ აინტერესებდათ არც სტატუსი და არც სახელი, სხვა მიზანი იყო ამაში ჩადებული. ამიტომაც დღემდე კეთდება დასავლეთიდან განცხადებები ამ კანონთან დაკავშირებით, როცა პარალელურად მიდის ლაპარაკი მსგავსი კანონის მიღებაზე ევროკავშირის დონეზე, ბრიტანეთს მიღებული აქვს თემთა პალატაში და ლორდთა პალატის დამტკიცებას ელოდება, ამერიკის, ავსტრალიისა და კანადის კანონებზე აღარ გავიმეორებ. ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ“, – აცხადებს დეპუტატი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია – მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ
Next post რატი ბრეგაძე: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა