სოზარ სუბარი: ოპოზიციას ჯერ წაკითხულიც არ ჰქონდა და დაიწყეს, რუსული კანონიაო – იმედი მაქვს, ამერიკულ კანონზე არ იტყვიან, რუსულიაო

Read Time:38 Second

ამერიკული კანონპროექტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენ მიერ შემუშავებული ქართული ვარიანტი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ჩვენს კანონს ჰქვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ამერიკულს ჰქვია „უცხოელი აგენტების რეგისტრაცის შესახებ კანონი“. ჩვენ ვთარგმნეთ სიტყვასიტყვით. ერთადერთი, სადაც შესწორებები შევიდა, ეს არის სადაც აშშ წერია, ეს არის საქართველო. ოპოზიციას ჯერ წაკითხულიც არ ჰქონდა და დაიწყეს, რომ რუსული კანონიაო. იმედი მაქვს, ამერიკულ კანონზე არ იტყვიან, რუსულიაო. ჩვენ შეგვაქვს ორივე და ვეუბნებით ოპოზიციას, რომ რადგან თქვენ იმ კანონპროექტს, რომელიც მართლა ქართული იყო, ოღონდ ამერიკულიდან სულ რამდენიმე პუნქტი იყო აღებული, უწოდებთ რუსულს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მხარს დაუჭერთ ამერიკულ კანონს. როდესაც ჩვენ ეს გავაჟღერეთ პირველად, სათქმელი აღარაფერი დარჩათ და თქვეს, რომ ეს არის 1938 წელს ფაშიზმის წინააღმდეგ მიღებული კანონი“, – აღნიშნა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: აგენტი ეწოდება არა პიროვნებას, არამედ აგენტი ეწოდება იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კანონის ქვეშ ხვდება
Next post საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება