სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები ათი წელია, ცდილობენ, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ქუჩის აქციებისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად, მათი ადგილი არის ქუჩაში

Read Time:39 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების ადგილი არის ქუჩაში, ხალხი კარგად ხედავს, რომ მათი ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომაც ყოველდღიურად იკლებს მათ მიმართ მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწევს.

„ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული სხვადასხვა პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ქუჩის აქციებისთვის, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ხელისუფლების შესაცვლელად, მიზანს ვერ აღწევენ ვერასდროს. სულ ვამბობ, მათი ადგილი არის ქუჩაში, დარჩებიან ქუჩაში, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, რომ მათი ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ, შესაბამისად ამიტომაც ყოველდღიურად იკლებს მათ მიმართ მხარდაჭერა. თვითონაც გრძნობენ ამას და ამიტომ არის, რომ უკვე შიგნით მოხდა დაპირისპირება. ერთი მხრივ, „სირცხვილია“ მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ. ამჯერადაც არაფერი არ გამოუვათ“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post GORBI: რესპონდენტთა 64,4% მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის
Next post ,,მაცეკვე ტანგო“-იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება