,,მაცეკვე ტანგო“-იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება

Read Time:26 Second

იმერეთის თეატრალური ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საპრემიერო ჩვენება ხარაგაულში გაიმართება , რომელსაც ფესტივალის ჟიური დაესწრება.

ხარაგაულის თეატრი ფესტივალზე ნინო მირზიაშვილის სპექტაკლით ,,მაცეკვე ტანგო“ წარსდგება.

პრემიერა 23 ივნისს გაიმართება.

,,ამჯერად  ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა  ჩვენთან   ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე.

მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი – გაიოზ შუბითიძე.

თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად  14 ივნისს იხსნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები ათი წელია, ცდილობენ, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ქუჩის აქციებისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად, მათი ადგილი არის ქუჩაში
Next post ევროკომისიის სპიკერი: პრესაში წავიკითხე, რომ კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება