სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ

Read Time:33 Second

“კარგი იქნება, “ნაციონალური მოძრაობა” დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევს სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„თბილისის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ითხოვს, პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას და დროებითი მმართველობითი ორგანოს შექმნას. კარგი იქნება, ამ დროებით მმართველობით ორგანოს თუ დაარქმევენ სალიკვიდაციო კომისიას. შემდეგი კომისია იქნება უკვე ის, ვინც მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ გასვენების ორგანიზებას. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, „ნაციონალური მოძრაობა“  რა თქმა უნდა, მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ მისი შედეგი იქნება მკვეთრად გაუარესებული. ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ყველა. ვფიქრობ იმასაც , რომ პოლიტიკურად ეს არის ბოლო  არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ“ – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენად ახლოს ვართ კიბოს დამარცხებასთან – უნიკალური აღმოჩენა
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩეხმა პროფესორებმა მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს