რამდენად ახლოს ვართ კიბოს დამარცხებასთან – უნიკალური აღმოჩენა

Read Time:44 Second

კობის უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევრებმა კიბოს უჯრედების მანამდე უცნობი თვისება აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, სიმსივნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ კიბოს უჯრედების და ჯანსაღი უჯრედების მემბრანები ერთმანეთისაგან სიმკვრივით განსხვავდება. კიბოს უჯრედებში მემბრანები უფრო მოქნილი და რბილია. მეცნიერებმა სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი უჯრედების ფიზიკური მახასიათებლების შეცვლის შესაძლებლობების შესწავლა დაიწყეს.

მეტასტაზების დაბლოკვის გზების მოძიება დაავადების დამარცხების უმთავრესი კომპონენტია.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ავთვისებიანი უჯრედების მემბრანების სიმკვრივის გაზრდით  მეტასტაზების შეჩერება შესაძლებელია.

პრეკლინიკურმა ექსპერიმენტებმა უკვე დაადასტურა, რომ მკურნალობის ახალი სტრატეგია ცხოველებზე წარმატებით მუშაობს. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა თაგვებში. კერძოდ, ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების სხვა ორგანოებზე გავრცელების შეჩერება.

შეგახსენებთ, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სალმონელას ბაქტერიის მეშვეობით სიმსივნის მკურნალობის მეთოდი შექმნეს.

ამასთან, უკვე შეიქმნა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო პირველი ვაქცინაც.

ხოლო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს ინოვაციური მკურნალობა შეიმუშავეს, რომელიც იმუნური T-უჯრედების გააქტიურებას ემყარება.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში ფარმაცევტული კორპორაცია BioNTech-ის მიერ შემუშავებული კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: ვსაუბრობ „კონსერვატიულ მოძრაობათა“ იმ მრავალფეროვნებაზე, რომლებიც იმ უნივერსალური ფორმულა „მამული, ენა, სარწმუნოების“ გარშემოც კი ვერ ახერხებენ გაერთიანებას და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას
Next post სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” მომავალი წლის არჩევნებამდე მიაღწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურად ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც რამე შედეგის მიღწევა შეუძლიათ