სოზარ სუბარი: ნაცთა ბელადის დავალება იყო დაწყებულიყო მასობრივი შიმშილობა მთელ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი მოახლოვდა ახალი წელი და საცივის პერიოდი, სასწრაფოდ შეწყვიტეს შიმშილობა

Read Time:34 Second

ნაცთა ბელადის დავალება იყო, რომ შექმნილიყო ყველა ქალაქში, ყველა სოფელსა და ყველა უბანში გათავისუფლების კომიტეტები, მაგრამ ერთი კომიტეტიც ვერ შეიქმნა. ნაცთა ბელადის დავალება იყო დაწყებულიყო მასობრივი შიმშილობა მთელ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი მოახლოვდა ახალი წელი და საცივის პერიოდი, სასწრაფოდ შეწყვიტეს შიმშილობა. თუმცა მანადეც არ მოუკლავს თავი არავის შიმშილობით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მიხეილ სააკაშვილის დავალება იყო, რომ ყველას დაეტოვებინა მანდატები და გამოსულიყვნენ პარლამენტიდან.

„მერე მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვიდოდა, დაიყოფოდა ხმები და ძალიან ცოტა ვინმე დატოვებდა პარლამენტს. ზოგადად, პარლამენტში შესვლა ნაცმოძრაობის კიდევ ერთი კრახია – ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. საბოლოოდ, შემოლაგდნენ პარლამენტში. პარლამენტშიც არაფრის გამკეთებელი არ არიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი-რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს
Next post კახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონობა ჩაიდინოს – ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება