კახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონობა ჩაიდინოს – ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება

Read Time:33 Second

ყოველ წელს, ჩემი მხრიდან საუბარია იმაზე, რომ ვიყოთ ყურადღებით, არ იყოს კანონდარღვევა, გადაცდომა, რადგან ასეთი ფაქტების მიმართ ძალიან პრინციპულები ვართ და ასე იქნება ყოველთვის, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კანონდარღვევას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება.

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონობა ჩაიდინოს, არასწორად იმოქმედოს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩემთვის მტკივნეულია ეს ყველაფერი, რადგან ჩემს უწყებაში ხდება. მაგრამ მე, მეამაყება რომ ყოველთვის ვართ მოწოდების სიმაღლეზე, არასდროს თვალი არ დაგვიხუჭავს უკანონო ქმედებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომლები ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავა. ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიების მიხედვით, ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ნაცთა ბელადის დავალება იყო დაწყებულიყო მასობრივი შიმშილობა მთელ ქვეყანაში, მაგრამ როგორც კი მოახლოვდა ახალი წელი და საცივის პერიოდი, სასწრაფოდ შეწყვიტეს შიმშილობა
Next post ივანე ჩხაიძე – ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს