სოზარ სუბარი: „ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ – ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომელიც მან 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას თქვა

Read Time:1 Minute, 23 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“. ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„2007 წლის 2 ნოემბერს იყო ძალიან დიდი მიტინგი და ასეთი დიდი შეკრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველად იყო. 4 ნოემბერს მე მივდიოდი ვილნიუსში, UNICEF-ის ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ამიტომ ეჭვიც კი მქონდა და ვფიქრობდი, ხომ არ სჯობს დარჩენა, მაგრამ ვიზიტის გადადებაც უხერხული იყო. 2 ნოემბერს ყველაფერმა გაიარა მშვიდობიანად, ათობით ათასი კაცი იყო შეკრებილი, 3-სა და 4-ში დავრწმუნდი, რომ არაფერი წინ არ უდგას წასვლას. გაფრენის წინ დამირეკა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც მაშინ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო, და შეხვედრა მთხოვა. მან მომიყვა, რომ ძალიან ცოტახნის წინ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა გუბერნატორებთან, იქ იყო ზურაბ ადეიშვილიც, დათა ახალაიაც, რომელიც მაშინ ფორმალურად უმუშევარი იყო, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილიც და კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილიც. საუბარი იყო იმაზე, რომ მიტინგის ყველა მონაწილის ფოტოები არ არსებობს და ახლა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური ანგარიშსწორება – რაიონებიდან ჩამოსულებს იქვე რეგიონებში მივაკითხავთ; ვისაც ბიზნესი აქვს, კეზერაშვილი მოუვლის; დანარჩენებს დათა ახალაია და სპეცრაზმი. „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ – ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები. მე დავურეკე მაია ქურციკიძეს და ვუთხარი, რომ ვერ მივდიოდი ვილნიუსში. მეორე დღიდან დაიწყო ამ გეგმის დეტალური შესრულება. გაფრთხილებული მყავდა ყველა თანამშრომელი, რომ ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღვწეროთ ყველაფერი. ამის უზარმაზარი არქივი არსებობდა, რომელიც უბრალოდ ჩამოწერეს და გაანადგურეს, როგორც უვარგისი მასალები. სხვათა შორის, „იმედის“ ყველა თანამშრომელი, ჟურნალისტი, ოპერატორი, დარაჯი მყავს დაკითხული. როცა უკვე 7 ნოემბერი მოხდა და უამრავი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, 4 ნოემბერს დილით დაწერილი დოკუმენტი გადავეცი ყველას, მათ შორის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს და საქართველოში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელ პიტერ სემნების“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად, ქვეყნის იმიჯზე ამან უნდა მოახდინოს ცუდი გავლენა
Next post რატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა