ირაკლი კობახიძე: როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად, ქვეყნის იმიჯზე ამან უნდა მოახდინოს ცუდი გავლენა

Read Time:37 Second

რა გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო მცდელობები აქვს პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში.

„ქვეყნის იმიჯზე მე მგონი ცუდი გავლენა უნდა მოახდინოს იმან, როდესაც ყოფილ პრეზიდენტად წოდებული პირი, მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად. შემდეგ კი, ეს ადამიანი კადრულობს და შიმშილობს და არც შიმშილობს, ეს არის ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი. ამას წერტილი უნდა დაესვას, ამ ფეიკ შიმშილობასაც და მთელ შოუებსაც. უკვე ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, ხვალ იკრიბებიან რაღაც გაუგებარ ადგილას, ვაჟა ფშაველას ძეგლთან – თვითონ ვერ გაიგეს ოღონდ რატომ იკრიბებიან იქ. გუშინ აქციაც ვერ გამართეს და ა.შ. ეს არის მათი ბოლო მცდელობა, რომ პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა – ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მომავალში აღარ დაუშვებს
Next post სოზარ სუბარი: „ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ – ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომელიც მან 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას თქვა