სოზარ სუბარი კრამერის განცხადებაზე: გადმოანთხიეს გარეთ ის სიძულვილი და ბოღმა, რაც ჰქონდათ დაგროვილი, გადავიდნენ ღია ბრძოლაზე

Read Time:39 Second

ფლანგი არ შექმნილა, ფლანგი იყო ისინი ყოველთვის შეკრულები იყვნენ, უბრალოდ ახლა გაცოფებულები არიან და გადმოანთხიეს გარეთ ის სიძულვილი და ბოღმა, რაც ჰქონდათ დაგროვილი და რის დაფარვასაც ამდენი წლის განმავლობაში ხან ახერხებდნენ, ხან ვერა, მაგრამ ახლა გადავიდნენ ღია ბრძოლაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – „გარკვეული ფლანგი შეიქმნა, ევროპარლამენტარების ჯგუფი, ამერიკელი ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები სანქციებზე ლაპარაკობენ. ახალ შეტევასთან გვაქვს საქმე?“.

„კრამერი, კრამერის წინააღმდეგ რომ არის ფილმი, ნამდვილი კრამერი ცრუ კრამერის წინააღმდეგ გამოვიდა – ნამდვილი კრამერი, რომელიც ებრძვის საქართველოს, ითხოვს საქართველოს დასანქცირებას, უნდა დააბრუნოს საქართველოში სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერდა თავის დროზე და ახლა და რომელსაც უარი უთხრა ქართველმა ხალხმა და ის ცრუ კრამერი, ვითომ კრამერი, რომელიც ვითომ საქართველოს მეგობარია და ვითომ მეგობრობდა საქართველოსთან. ასეთი კრამერები სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან“, – აცხადებს სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არავის დეოლიგარქიზაციის კანონი უკან არ გამოუწვევია, ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა – გიორგი ცაგარეიშვილი კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე
Next post VIDEO: ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან