არავის დეოლიგარქიზაციის კანონი უკან არ გამოუწვევია, ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა – გიორგი ცაგარეიშვილი კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

Read Time:58 Second

“მე არ ვიცი ქალბატონი ელჩი შეცდომაში იყო შეყვანილი თუ არა, რა განზრახვა ამოძრავებდა მას მე ნამდვილად ვერ დავიწყებ ამაზე საუბარს, მაგრამ ფაქტია, შემდეგ გაირკვა რომ არავის ეს კანონი უკან არ გამოუწვევია, ანუ ეს იყო შეცდომა, ფაქტობრივი შეცდომა. ჩვენ ეს დავადგინეთ ძალიან სწრაფად და მარტივად, ნიშნის მოგებით ნამდვილად არ ვსაუბრობ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა “ღამის კურიერის ეთერში განაცხადა და აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონპროექტი გამოიწვიეს ვენეციის კომისიიდან და ამ ეტაპზე არანაირი მოთხოვნა ვენეციის კომისიისადმი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით არ არის არც უკრაინის, არც საქართველოს მხრიდან.

“ჩემი აზრით ცოტა დამაბნეველი იყო ამგვარი განცხადება საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, კონკრეტულად ამ რეკომენდაციის (დეოლიგარქიზაცია), როცა ჩვენ შუაწელს ვართ მისული, შუა გზაზე ვართ, ამგვარი განცხადებები უფრო ბუნდოვანს ხდის ამ პროცესს, უფრო ძაბავს სიტუაციას. აქ უამრავი პოლიტიკური მოთამაშეა, ისედაც დაძაბული ფონია, კიდევ ასეთი განცხადების გახმოვანება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სინამდვილეს. რა თქმა უნდა ეს დამაბნეველი იყო მათ შორის ჩვენთვისაც, ამას ვაღიარებ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამგვარი უკან მობრუნების რეჟიმი არ ჩართულა ამ კანონთან დაკავშირებით. ყველას უთხრეს, რომ მალე იქნება ეს შეფასებები, ჩვენ დაველოდებით ამ შეფასებებს, შემდეგ კი მივუბრუნდებით კანონპროექტის განხილვას,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: მელია რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ადვილი დასამორჩილებელი არაა, ხაბეიშვილი კი ოპტიმალური გამოსავალია: როცა ეტყვი გადადგება, დაწვება ან კრივში ივარჯიშებს
Next post სოზარ სუბარი კრამერის განცხადებაზე: გადმოანთხიეს გარეთ ის სიძულვილი და ბოღმა, რაც ჰქონდათ დაგროვილი, გადავიდნენ ღია ბრძოლაზე