სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს

Read Time:48 Second

ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვის გამზირზე რეაბილიტაცია უტარდება ბულვარს, სადაც ველობილიკების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც არის გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს.

2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ მოსკოვის გამზირზე 5 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 5 ფიტნეს-ზონა მოეწყო. რამდენიმე კვარტალში გამოიცვალა კანალიზაციის სისტემა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურაც.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და მალე მოხდება მათი ახლებით ჩანაცვლება.

„ყველაზე მტკივნეული თემა, ეს დასაქმების პრობლემაა და ის ბიზნესმენს, რომელიც სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, სახელმწიფო მას ინფრასტრუქტურას უფასოდ გაუკეთებს და ეს იქნება ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, მითუმეტეს, რომ სამგორის რაიონს აქვს ასეთი თავისუფალი ტერიტორიები“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი – მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით
Next post კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების დირექტორებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად შეხვდა