კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის სკოლების დირექტორებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად შეხვდა

Read Time:36 Second

მინისტრმა მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა მიულოცა და პანდემიის პერიოდში ღირსეულად  ჩატარებული სასწავლო პროცესისთვის მადლობა გადაუხადა.

იოსებ ხახალეიშვილმა სკოლების დირექტორების საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ქუთაისში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი: სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა, განათლების სისტემაზე განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება და გამოთქვა ქუთაისის სკოლების დირექტორებთან მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი.

“ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, დადებითად ხვდებიან ყველა ნოვაციას, ჩართულები არიან ბევრ საინტერესო პროექტში,  არიან გახსნილები ყველა კარგი წინადადებისთვის,  რომელიც სკოლას მოუტანს წარმატებას და პოზიტიურ გამოცდილებას, ცდილობენ სასწავლო პროცესების სწორად მართვასა და მოსწავლეთა მიმართ თანამედროვე მიდგომების დანერგვას. ისინი სწორ პოზიციებზე დგანან, მზად არიან თავდადებულად იბრძოლოდ, რათა ახალი თაობისათვის განათლება იქცეს მთავარ იდეად და მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რაც უკვე სამომავლო წარმატებების საწინდარია”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: თუ ბიზნესმენი სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობა დაასაქმებს, მას სახელმწიფო არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს
Next post სპეციალური პენიტენციური სამსახური: საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა