სოზარ სუბარი: ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს

Read Time:46 Second

ზოგადად, შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ოპოზიცია ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად უმტროს საქართველოს ინტერესებს, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ეს დადასტურდა იმ განცხადებებით, რაც ბოლო დროს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გაკეთდა.

სუბარის თქმით, ოპოზიციამ გააქტიურა კამპანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მოსკოვის ამ გადაწყვეტილების გამო. მან აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას არავინ ითხოვს.

„რასაც ოპოზიცია ამბობს, სამწუხაროდ, ეს არის პირდაპირი გადმომღერება იმისა, რასაც მათ მათი პატრონები ეუბნებიან დასავლეთიდან და ქალბატონი კელი დეგნანი ყველაზე მკაფიო გამხმოვანებელია საქართველოსთვის არც თუ მეგობრული განცხადებებისა, რომლებიც მოდის დასავლეთიდან და რომლებსაც მერე ოპოზიცია ახმოვანებს. ისრაელში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში დაფრინავენ [რუსული თვითმფრინავები]. ვინმემ უთხრა მათ, სანქციებს დაგიწესებთო? ბუნებრივია, არა. პირიქით, მადლობებს უხდიან ყოველდღე და საქართველოს მიმართ რატომღაც მაშინვე იწყება ასეთი კამპანია. თუმცა, იგივე 1-2 წლის წინ ძალიან მკაფიო, მკაცრი განცხადებები კეთდებოდა რუსეთის მიმართ, სასწრაფოდ აღადგინეთ ფრენები საქართველოსთანო“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ემანუელ მაკრონი – რუსეთმა უკვე წააგო გეოპოლიტიკურად უკრაინის ომში და ფაქტობრივად ხდება ჩინეთის ვასალური სახელმწიფო
Next post სოზარ სუბარი: უკრაინელი მოქალაქეებისთვის რუსეთში დღესაც უვიზო მიმოსვლაა და გაცილებით მსუბუქი პირობებით, ვიდრე ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა