სოზარ სუბარი გოლეთიანის განცხადებაზე: ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს

Read Time:30 Second

ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ,. რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია, პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, რომ ჩაშალონ დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური ნარცისიზმი
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა