ზაალ ანჯაფარიძე: გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური ნარცისიზმი

Read Time:45 Second

ვარლამ გოლეთიანი თან მეცოდება, რადგანაც პაიკია სხვების ხელში, თან არა, რადგანაც, როგორც ჩანს, შეგნებულად მიდის ამაზე, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

„ის ზედიზედ უშვებს მძიმე შეცდომებს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს დედაქალაქის პარალიზება გამოაცხადა, თითქოს თბილისი მისი სათარეშო საადგილმამულო იყოს. დღეს უკვე სახელმწიფო სიმბოლოებს დაესხა თავს და საკუთარი თავი გააიგივა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, რომელიც ხალხმა თურმე მასთან უნდა აღნიშნოს, და არა საერთო სახელმწიფო აღლუმზე. რატომღაც ჰგონია, რომ აქაური საზოგადოება ამ ყველაფერს გაუტარებს.

გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ – თითქმის ყველა სიმპტომი სახეზეა. თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, შესაძლოა უფრო საფრთხის შემცველი სურათი დავინახოთ – დაგეგმილი მორიგი რევოლუცია.

როგორც ვხედავთ ეკოლოგიურმა და სხვა მოთხოვნებმა უკან გადაიწია და წინ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებია. პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი“, – წერს ანჯაფარიძე.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა საკითხები განიხილეს უმრავლესობის სხდომაზე – სოზარ სუბარის განმარტება
Next post სოზარ სუბარი გოლეთიანის განცხადებაზე: ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს