სოზარ სუბარი: „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს

Read Time:50 Second

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა იმ პროცესების ლუსტრაციას მოახდენს, რომელიც პარლამენტში მის ინიცირებას ახლავს თან.

როგორც ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა განუცხადა, ოპოზიცია იძულებული იქნება შემოვიდეს მუხლობრივ განხილვაში და ეს კარგიცაა, ვინაიდან აშკარა გახდება, რომ კანონი სულაც არ არის ანტიდემოკრატიული.

შესაბამისად, როგორც „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რადიკალებისა და მათი დამკვეთების ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა მომავალ სასესიო კვირას იგეგმება.

„მეორე მოსმენით განხილვა იმიტომ არის კარგი, რომ ოპოზიცია იძულებული იქნება შემოვიდეს მუხლობრივ განხილვაში. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამას იზამენ, მაგრამ იძულებულები უნდა იყვნენ ჩაერთონ განხილვაში. „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს შესაბამისად, აქამდე ძირითადად გამოდიოდნენ ლოზუნგებით. ახლა, როცა მუხლობრივ განხილვებში მოუწევთ შემოსვლა, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს ძალიან ბევრ ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს დღის წესრიგი აქვთ, მათ უნდა თქვან, რომ ეს კანონი არის რუსული, „ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა და რანაირად?! როცა „ქართული ოცნების“ დროს მოხდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ასოცირების ხელშეკრულება – გიორგი ზერიკიძე
Next post „ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ – ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან