სოზარ სუბარი ამერიკულ დაფინანსებაზე: ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება

Read Time:34 Second

„ხალხის ძალა“ ამერიკის ელჩს ისევ უცდის. მოძრაობას ლეგიტიმურად მიაჩნია დაინტერესდეს და საზოგადოებასაც აუხსნას- რამდენი და რისთვის დახარჯა ვაშინგტონმა საქართველოში.

„3,5, მილიარდიდან ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ვიმეორებ, არის დაფინანსების ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ხმარდებოდა – ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარკვეული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. არის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას ხმარდებოდა და არავინ სთხოვდა ამ რეჟიმს, რომ არ ყოფილიყო წამება ციხეებში, დახვეტები ქუჩაში, შეეწყვიტათ საკუთრებს წართმევა და ა.შ. ნაწილი ხმარდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც აყალბებენ არჩევნების შედეგებსPVP-ს, იმისთვის რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მოაწყონ ან ქუჩაში დგანან და იქიდან ცდილობენ მოაწყონ არეულობა“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრიტანული მედია – ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა
Next post ზელენსკი G7-ის ლიდერებს: აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს