ზელენსკი G7-ის ლიდერებს: აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს

Read Time:33 Second

აშკარა ფაქტი უნდა ვაღიაროთ – არ შეიძლება დიალოგის წარმართვა რუსეთის ამ ლიდერთან, რომელსაც მომავალი არ აქვს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მან [პუტინმა] თავად უარყო დიალოგი. ის საუბრობს ულტიმატებით, ტერორი სამყაროსადმი მისი დამოკიდებულებაა. რუსეთის [საჰაერო] დარტყმების, მკვლელობებისა და საერთაშორისო სამართლის ბოროტად გამოყენების შემდეგ, თქვენი საზოგადოებები ვერ გაგიგებენ, თუ ამ ტერორის ლიდერს რაიმე პერსპექტივას არ გაუწყვეტთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მსოფლიოში ყველამ უნდა გააცნობიეროს: მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ან რუსეთის სხვა ხელმძღვანელთან – რომელიც შეასრულებს გაეროს წესდებას, ჰუმანურობისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირითად პრინციპებს – ან სხვა კონფიგურაციაში, რათა მთავარ ტერორისტს არ ჰქონდეს საშუალება ტერორის საშუალებით გავლენა მოახდინოს მთავარ გადაწყვეტილებებზე. ახლა ერთი ადამიანი ბლოკავს მშვიდობას და ეს ადამიანი მოსკოვშია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ამერიკულ დაფინანსებაზე: ისევ არ ვიცით რამდენია გრანტია, რამდენია დასაბრუნებელი სესხი და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით რას ხმარდებოდა ეს დაფინანსება
Next post პეტრე ცისკარიშვილი: საჯაროდ მოგვიწია ერთმანეთზე საპირისპირო განცხადებების გაკეთება, მაგრამ პარტიაში დემოკრატიული პროცესები მიდის და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება