სიახლე- მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციით საშუალება ექნებათ ინტერნეტის სიჩქარე აკონტროლონ
ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
“კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. აპლიკაციის მომხმარებლები მალე ერთმანეთისთვის HD ხარისხის ფოტოების გაგზავნას შეძლებენ. გარდა ამისა, მალე შესაძლებელი იქნება აპლიკაციაში ერთჯერადი...
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო...
ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს
„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება...
Comcom ანალიტიკა – სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
Comcom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული...
მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის რვა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა...
საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი საავტორო და მომიჯნავე...