სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო და ხიდი დააზიანა

Read Time:17 Second

სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა სოფელ საყდართან ცენტრალური გზის დაახლოებით 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, დააზიანა ხიდი, რომელიც ლენტეხს სამ თემთან აკავშირებდა.

სტიქიის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს სამი თემის სოფლები მოწყდა.

მერის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და დღის ბოლოსთვის დროებითი გზა გაიხსნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Next post ირაკლი ჩიქოვანი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი