ირაკლი ჩიქოვანი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი

Read Time:47 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასაც.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება და შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმ დადებით შედეგებსა და პრიორიტეტებზე, რაც ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები არ არიან დაკავებული მხოლოდ საქართველოს საკითხებით და ასევე მუშაობენ ისეთ თემებზე, რომელიც საერთო დღის წესრიგს წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ევროპის საბჭოში. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და პრეზიდენტის ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ დოკუმენტს, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი. მისი პოზიციაა, რომ ყველა უნდა მონაწილეობდეს ამ დოკუმენტის აღსრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სვანეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის 50-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო და ხიდი დააზიანა
Next post ამირან გამყრელიძე – ქორწილსა და სუფრაზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ