სექტემბრიდან 60 000-მდე ბენეფიციარი მთავრობისგან ინტერნეტის ვაუჩერს მიიღებს
2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ კოორდინატორმა თორნიკე ჯობავამ თქვა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და სოციალურად დაუცველი ოჯახები. როგორც თორნიკე ჯობავა ამბობს, ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 60 000-ია.
ჯობავას თქმით, მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში ჩაერთოს,უნდა დარეგისტრირდეს, განათავსოს შეთავაზება იმაზე თუ რა ტერიტორიას ფარავს და შესაბამისად, თავისი პაკეტი მიუთითოს. ამის შემდეგ მომხმარებელს საშუალება ექნება, საიტის მეშვეობით აირჩიოს მისთვის მისაღები პროვაიდერი, დაუკავშირდეს მას და პირველადი ინსტალაციის მომსახურება უფასოდ მიიღოს.
როგორც ჯობავა აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში პროექტი საპილოტე იქნება და ვაუჩერებს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ, რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებენ.
ჯობავას განცხადებით, პირველ ეტაპზე დაიფარება 1000 მეწარმე (შიდა ქართლში,ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სამაგრელოში) და 5 000 ოჯახი. რაც შეეხება ოჯახებს, ჯობავას განცხადებით, გადათამაშედება სხვა რეგიონები და ეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა ყოფილიყო.
პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 20 მილიონი ლარის სესხი გამოყო.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა. აპლიკაციის მომხმარებლები მალე ერთმანეთისთვის HD ხარისხის ფოტოების გაგზავნას შეძლებენ. გარდა ამისა, მალე შესაძლებელი იქნება აპლიკაციაში ერთჯერადი...
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო...
ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს
„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება...
Comcom ანალიტიკა – სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
Comcom ანალიტიკა - კომუნიკაციების კომისიის ახალი სერვისი სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული...
მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი
მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის რვა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა...
საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი საავტორო და მომიჯნავე...