სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერმინისტრად აირჩიეს

Read Time:31 Second

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაამტკიცა. 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 წინააღმდეგი წავიდა.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრმა ხუთდღიან ვადაში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.

პრემიერმინსიტრის არჩევა ერევანში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის “ელქის” ლიდერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სომხეთის სამთავრობო უწყებების შენობების ბლოკირება დაიწყეს. მომიტინგეებმა გენერალური პროკურატურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შენობები დაბლოკეს.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ წყვეტს რა არის მოდური და რა – არა
Next post გახარია: ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გადმოცემაზე ვმუშაობთ