სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდოზე კვარაცხელიას გვარი შეცდომით ეწერა – ფაქტს იტალიელი ჟურნალისტი გამოეხმაურა

Read Time:34 Second

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ზილიანი აღაშფოთა გაუგებრობამ, რომელიც იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოებაზე (Grand Gala del Calcio) ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით იყო.

საღამო 4 დეკემბერს მილანში გაიმართა. „ნაპოლიდან“, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დააჯილდოვეს სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო მწვრთნელი კი ლუჩანო სპალეტი გახდა, რომელმაც „ნაპოლი“ ზაფხულში დატოვა.

კვარაცხელიას ჯილდო სეზონში გატანილი საუკეთესო გოლისთვის ერგო. დაჯილდოებისას გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ ქართველის ჯილდოზე ფეხბურთელის გვარი შეცდომითაა დაწერილი.

„ქართველ ჩემპიონთან, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორთან, ნამდვილ ვარსკვლავთან და სერია A-ს აღმოჩენასთან მიმართებით უპატივცემულობა გამოავლინეს.

ბოლო წლებში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებენ პრიზით, სადაც მისი გვარი არასწორადაა დაწერილი.

ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში რაც შეიძლება მალე წავიდეს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: მალე საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები
Next post გია ხარჩილავა: ადამიანებმა პარტიის დამფუძნებლის, მიშა სააკაშვილის მოწოდებას მხარი არ დაუჭირეს და გაჰყვნენ პარტიის დაშლის და “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის დემორალიზების გეგმას