საცხოვრებელი ფართები ამჯერად ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს დაუკანონდა

Read Time:1 Minute, 0 Second

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 27 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ამჯერად, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ოჯახებია, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველად ვმონაწილეობდი, ჩემი დაპირება იყო, რომ ყველა ასეთ ოჯახს გვერდში დავუდგებოდით და დავეხმარებოდით. ძალიან მიხარია, რომ წარმატებული პროგრამაა, რომელიც გრძელდება და ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს და ფართებით დავაკმაყოფილებთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც გეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი. ასევე, დაგეხმარებიან, რომ შემდეგ ფართების დაკანონება მოხდეს და საკუთრების მოწმობები გადმოგეცეთ. ვულოცავ ამ ოჯახებს და მიხარია, რომ დღეს ამდენი ბედნიერი ადამიანი ვნახე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ეს პროგრამა კიდევ უფრო წარმატებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევით აღსავსე სისტემა; 10 წლის განმავლობაში სასამართლო გარდავქმენით, ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ სასამართლო დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად
Next post თეა წულუკიანი: როგორც ვატიკანში ამბობენ, სასულიერო სამყაროში ყველაზე დიდი დიპლომატის ილია მეორის ნატვრის აღსრულების დღე დგება და წილად გვხვდა პატივი, ვყოფილიყავით მისი სურვილის აღმსრულებლები