საქსტატი – 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია

Read Time:46 Second

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.

საქსტატის ცნობით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გარდაცვლილთა 17.8 პროცენტის გარდაცვალების მიზეზი.

ასევე, უწყების ინფორმაციით, 2019 წელს 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 282 ერთეულით განისაზღვრა. ასაკობრივი ჯგუფების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს 15 წლამდე ასაკის 541 ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის დომინირებს პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი რესპირაციული და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (31.1 პროცენტი), სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (9.2 პროცენტი) და პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექციები (8.3 პროცენტი). 15 წლამდე ასაკის გარდაცვალებაში გრიპით და პნევმონიით გარდაცვალებამ 3.5 პროცენტი შეადგინა. 40-59 წლის ასაკისათვის, გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს გულის იშემიური ავადმყოფობა (12.0 პროცენტი), ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკისთვის – ცერებროვასკულური ავადმყოფობები (თავის ტვინის სისხლძარღვებისა და მისი მფარავი გარსების დაავადება.) (21.5 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 46 659 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის 24 019 მამაკაცი და 22 640 ქალი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა ძალიან კარგი საწყისი მომენტი იყო
Next post ნინო ლოჯმარია – დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს