საქართველოში Pfizer-ით შესაძლოა 16-17 წლის მოქალაქეებიც აიცრნენ

Read Time:25 Second

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში შესაძლოა 16-17 წლის მოქალაქეებიც ჩართონ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, Pfizer-ის ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს.

„ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, 2 ასაკობრივი ჯგუფი დაემატოს, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც – აშშ-მა, კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ Pfizer-ის საკმარისი დოზები გვექნება“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: მთავრობის მეთაურმა განსაზღვრა პრიორიტეტები და გააჩინა პერსპექტივები, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროების სტიმულირება
Next post „ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა, და არა 10 წლიანი ილუზიების შეთავაზება – ეს გეგმა ისეთივე არაფრისმომტანია ქვეყნისთვის, როგორც 500 მილიონიანი პროგრამა, რომელიც ფასადებს ღებავს, მაშინ როდესაც ამ ფულით შეგვეძლო ადამიანებს დავხმარებოდით“ – ბექა ლილუაშვილი