საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 471 თბილისში დადასტურდა

Read Time:46 Second
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 445 თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
აჭარაში 343 შემთხვევა აღირიცხა, იმერეთში – 211. სამეგრელო ზემო-სვანეთში 45; შიდა ქართლში – 37; ქვემო ქართლში – 39; გურიაში – 18; სამცხე ჯავახეთში – 14; მცხეთა მთიანეთში – 13 და კახეთში – 11.
 
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 8 ადამიანი კი გარდაიცვალა. გუშინ კი კორონავირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.
 
გუშინ, კოვიდინფიცირების 958 ახალი შემთხვევიდან 397, სწორედ თბილისში გამოვლინდა, 226 აჭარაში. იმერეთში კი 332.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Next post მარინა ენდელაძე: ვფიქრობ, რომ არ იქნება საწოლფონდის პრობლემა, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი და ისინი ბინაზე და სტაციონარებში რჩებიან