საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი

Read Time:31 Second

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 ადამიანი. ინფიცირების დადასტურების შემთხვევათა რაოდენობა საერთო ჯამში 10752-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 5866-ს შეადგენს.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა (230) აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 134.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა
Next post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა