საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

Read Time:35 Second

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 014 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა
Next post დღე-ღამეში მსოფლიოში 5 360 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა