საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი

Read Time:37 Second

საქართველოში კორონავირუსის 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 544 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 490, „პისიარ“ ტესტით – 20 054.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 9,55%, ბოლო შვიდი დღის – 10,25%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 748 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 684 154 გამოჯანმრთელდა, 10 368 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 2 000 388, დღიურად აცრილია – 4 942.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 313 პირი.

ამასთან, 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 631 პაციენტი, გარდაიცვალა 62.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ის კი არ შიმშილობს, ვერ ჭამს
Next post განათლების სამინისტრო – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება