საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები [გრაფიკა]

Read Time:53 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

ეტაპებს შორის შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი

27 აპრილიდან დაშვებული იქნება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა სრულად – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი

ორი კვირის შემდეგ, აღდგება მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, ასევე სარეკრეაციო ზონების მუშაობა.

მესამე ეტაპი

შემდგომ ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი

გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი

გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი/კვების ობიექტი ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპი

გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები; ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ამასთან, დაცული უნდა იყოს ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა
Next post სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ოცნების” წევრები თელავშიც შეუერთდნენ (ვიდეო)