საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა

Read Time:51 Second

დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„რა ვქნათ, აჭარაში არის 416 ახალი შემთხვევა. თბილისში ცოტა იმატებს, 72 შემთხვევაა, იმერეთში 44, სამეგრელო-ზემო სვანეთსი 23, ქვემო ქართლში – 10, გურიაში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 3, კახეთში – 1, შიდა ქართლშიც 1 ახალი შეთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 52 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 578 ადამიანს დაუდასტურდა, 375 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა