საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა

Read Time:23 Second

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსი 23 ადამიანს აქვს.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ამასთან, კორონავირუსის მომდევნო შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: ვინც ხელს არ იბანს, სახელმწიფო დაბანს
Next post 8 თვის ბიჭუნაზე, რომელიც კარანტინში მოათავსეს, ჰარბინის ბავშვთა კლინიკაში ექთნები ზრუნავენ და დროებით დედობასაც უწევენ. ერთ-ერთი ექთნის ძილისპირულზე პატარას ასე ჩაეძინა