საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთი 4:3 დაამარცხა

Read Time:35 Second

საქართველოს ფუტსალელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ფინალური ეტაპის მონაწილე სერბეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.

შეხვედრის პირველი ნახევრის მე-8 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში. გოლი ფრედ დამთავრებული პირველი მატჩის მსგავსად ახლაც ელისანდრომ გაიტანა. სებებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცათ, მაგრამ თორნიკე ბუკიამ პენალტის მოგერიება მოახერხა.

მეორე ნახევრის დასაწყისში თალესმა და ისევ ელისანდრომ  გაიტანეს გოლები სტუმართა კარში, 29-ე წუთზე კი ელისანდრომ  ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით 1 გოლი გაქვითეს. იქვე მათ კიდე 2 გოლი გაიტანეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ სამ წუთში მეტი გატანა ვეღარ შეძლეს და საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 4:3 მოიგო.

ამრიგად, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სერბეთთან ორმატჩიან რაუნდში ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, მეორეში კი გაიმარჯვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: იმედი მაქვს, ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერადაც საახალწლო მისალოც ბარათებს არ დაბეჭდავს პრემიერის რანგში და შემდეგ დაარქივება არ მოუწევს
Next post ამირან გამყრელიძე: სხვადასხვა ლაბორატორიიდან პერიოდულად შემოდის საეჭვო ნიმუშები, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში „ომიკრონი“ არ დადასტურებულა