საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის სფფ-ის გენერალური სპონსორი აღარაა

Read Time:41 Second

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის სფფ-ის გენერალური სპონსორი აღარაა, – ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პირველი არხის გადაცემაში “ტაიმაუტი” განაცხადა.

უპირველესად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იმ უკრაინულ ოჯახებს, რომლებმაც ამ კონფლიქტის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს. უკრაინაში კონფლიქტის პირველი დღიდან უკრაინისადმი მხარადჭერას მკაფიოდ გამოვხატავთ ფედერაციაც, ფეხბურთელებიც, გუნდებიც, ჩვენი ლეგიონერებიც. მნიშვნელოვანია, კონფლიქტი მალე დამთავრდეს და უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს.

ეს კონფლიქტი ჩვენც შეგვეხო. „ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი იყო. მაგრამ ხუთშაბათიდან დავიწყეთ პროცედურა, რომ ეს კონტრაქტი გაბათილდეს. პირველივე დღიდან ჩვენი გენერალური სპონსორის არც ერთი ბანერი აღარ იყო. მისი ლოგო სტადიონზე მდებარე ბანერებიდანაც ავიღეთ.

ასე რომ, „ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი უკვე აღარ არის – ეს პოზიცია ყველა კლუბმა გაიზიარა. მიხარია, რომ კლუბები ამაში გვერდში დაგვიდგნენ და ეს კონსოლიდაცია მახარებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ვინ იქნება ჩვენი ახალი გენერალური სპონსორი. იმედია, ეს მალე გაირკვევა“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს ეგომანიაკი, ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ მე ჩამოვედიო
Next post თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მოსკოვთან ან კიევთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს